საქართველოში თურქეთის საელჩო - ვიზიარებთ ჩვენი ქართველი მეგობრების ტკივილს
საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩო დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ თბილისში, 16 იანვარს, ბუნებრივი გაზის აფეთქების შედეგად, საქართველოს ოთხი მოქალაქის დაღუპვის გამო. ვიზიარებთ ჩვენი ქართველი მეგობრების ტკივილს“, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.
აფეთქება თბილისში, დიდ დიღომში გუშინ საღამოს მოხდა. შემთხვევის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა. დაშავდა რვა ადამიანი. ექვსი მცირეწლოვნიდან საავადმყოფოში ამ დროისთვის მხოლოდ ერთი რჩება. კლინიკა ასევე დატოვა ორმა ზრდასრულმა პირმაც, რომლებიც შემთხვევის შედეგად დაშავდნენ. აფეთქების შედეგად დაზარალებულები თბილისის მერიამ სასტუმროებში დააბინავა. პირველადი ვერსიით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.