საქართველოში "სასკი ბასკონიას" საკალათბურთო სკოლა გაიხსნება
საქართველოში "სასკი ბასკონიას" საკალათბურთო სკოლა გაიხსნება

საქართველოში საქმიანი ვიზიტით „სასკი ბასკონიას“ გენერალური დირექტორი, ხესუს ვასკესი იმყოფება. ესპანურ კომპანიასთან საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას მჭიდრო საქმიანობა აკავშირებს და ვასკესის ეს ვიზიტიც ესპანურ-ქართული საკალათბურთო აკადემიის გახსნას უკავშირდება. მიმდინარეობს დეტალების დაზუსტება და სხვა საჭირო საკითხების შეჯერება.
მიუხედავად იმისა, რომ მის გეგმებში არ შედიოდა, „სასკი ბასკონიას“ გენერალურმა დირექტორმა ქართველ ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენცია გამართა, რათა ბოლო პერიოდში მას-მედიით გავრცელებული არასწორი ინფორმაციის ფონზე განმარტება გაეკეთებინა:

“მოგახსენებთ, რომ აღნიშნულ პრესკონეფრენციაზე არ ვაპირებთ არაფრის მტკიცებას, ან თავის მართლებას. უბრალოდ იმისთვის, რომ ყველასთვის ნათელი და გასაგები იყოს ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი, გვინდა განვიხილოთ  თუ რას გულისხმობს ჩვენს შორის დადებული შეთანხმება,  რა განსზღვრავს ჩვენს მოტივაციას და რა  მიზნები თუ ამოცანები გვაქვს დასახული, რომელთაც უკანასკნელი სამი წლის მანძილზე ვახორციელებთ. სანამ უშუალოდ ამ შეთანხმებაზე ვისაუბრებდე, მინდა, ორიოდე სიტყვა მოგახსენოთ ჩვენი კლუბის  შესახებ”.- განაცხდა მან.

“ჩვენს საკალათბურთო სკოლას 20 წლის მანძილზე გამოზრდილი ჰყავს მსოფლიო დონის ვარკვლავები – „ბასკონიას“ საკალათბურთო სკოლა გაიარეს ანდრეს ნოჩიონიმ, ლუის სკოლამ, ტიაგო სპლიტერმა, ხორხე გარბახოსამ, ნიკოლა მარსელომ და სხვა მრავალმა.

ჩვენი თამაშრომლობის ქართველი ახალგაზრდა მოთამაშეების პროფესიონალური დონის ამაღლებაა რაც მომავალში  საქართველოს ასაკობრივი და ეროვნული ნაკრებების წარმატებების საფუძველი იქნებოდა. ამისათვის დაიდო შემდეგი სახის ერთობლივი ხელშეკრულება, რომლის თანახმად სახელმწიფო ყოველწლიურად, ხუთი წლის მანძილზე აწარმოებდა 300 000 ევროს ინვესტიციას, რაც მთლიანად შეადგენს არა 2,5 მილიონს, როგორც ამას აჟღერებენ ნეგატიურად განწყობილი ადამიანები, არამედ – 1,5 მილიონს. დაიგეგმა, რომ ამ ინვესტიციის საშუალებით ქართველი ახალგაზრდა მოთამაშეებიც ჩაერთვებოდნენ ჩვენს მიერ შემუშავებულ სტიპენდიების პროგრამებში, სადაც გაივლინდნენ სწავლებას იმავე პროფესიონალების მიერ, რომელნიც მუშაობენ დანარჩენ სტიპენდიანტებთან. შესაბამისად, მოხდებოდა მათი მომზადება  პროფესიონალური კალათბურთისთვის, სპეციალურად შერჩეული პროგრამით.

შედეგად, ქართველ კალათბურთელებს მიეცათ შესაძლებლობა, ჩვენს მიერ შემუშავებული განსაკუთრებული პროგრამის ფარგლებში ისარგებლონ „ბასკონიის“ უნიკალური ინფრასტრუქტურით, ივარჯიშონ თანამედროვე სისტემებით, გაეჯიბრონ მაღალი დონის გუნდების წევრებს და ამ ყველაფრის მატერიალური ღირებულების დადგენა ძალიან რთულია. ამ ეტაპზე  სტიპენდიანტების პროექტში გვყვას სხვადასხვა ქვეყნის 19 მოთამაშე, რომელთა შორის 5 ქართველია. კლუბის ისტორია  გვიჩვენებს, რომ  ჩვენი სკოლის აღზრდილი კალათბურთელების ძირითადი  ნაწილი ითამაშებს პროფესიონალურ გუნდებში, ზოგიერთი მათგანი ევროპის პირველი რანგის კლუბებში,  მინიმუმ 2  მოთამაშე გვეყოლება NBA-ში”.

ვასკესმა პროექტის ფინანსურ ნაწილზეც გააკეთა კომენტარი: ” იმ 300 000 ევროდან, რომელსაც ქართული მხარე ხარჯავს აქვე უნდა გაიმიჯნოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის  მეორე ნაწილი, რაც შეადგენს   ყოველწლიურ 200.000 ევროს, რომელიც  საჭიროების შემთხვევაში დაიხარჯებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს  თანხა შეადგენდა  200 000 ევროს,  ჯამში 100.000 მეტ ევროზე მეტი არ დახარჯულა და ეს თანხაც ძირითადად უკავშირდებოდა  მშობლების სამგზავრო ხარჯებს, ტრენინგების მოწყობას და ასე შემდეგ. მთელი ეს ინვესტიცია, რასაც საქართველოს კალათბურის ფედერაცია აღნიშნულ პროექტში დებს, სწორი ნაბიჯების გადადგმისა და თანამშროლობის საფიძველზე 8-9 წელიწადში უკან დაუბრუნდება და მთელს იმ სარგებელს, რასაც ახალგაზრდა თაობების აღზრდით ნახავს, სრულიად უსასყიდლოდ  მიიღებს.

გაჟღერდა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ფედერაცია მაინც წაგებაში იქნება, 8-9 წლის შემდეგ ზუსტად იგივე თანხა რომ დაიბრუნოს. ამგვარი სახის მსჯელობა მიუთითებს იმას, რომ არ ვითვალისწინებთ იმ შრომას, რომელიც ამ ხნის მანძილზე იქნება გაწეული ქართველი კალათბურთლლების მიმართ. არ ვითვალისწინებთ მათ პროფესიულ ზრდას, რაც ისევ და ისევ საქართველოს ასაკობრივი და ეროვნული ნაკრების წარმატებების საწინდარი იქნება.  ფიქრობთ რომ კლუბისთვის, რომლის ბიუჯეტი 80 მილიონ ევროს შეადგენს ფეხბურთა და კალათბურთის ჩათვლით,  თავის „ნოუ ჰაუს“, თავის პროფესიონალურ გამოცდილებას ამ თანხში გაუზიარებდა?  ბუნებრივია, რომ ამ ხელშეკრულებისთვის ფინანსური ინტერესის გამო ხელი არ მოგვიწერია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს საქმე უსასყიდლოდ უნდა ვაწარმოოთ. შეგვიძლია დავასკვნათ, რომ აღნიშნულ პროგრამაში ინვესტირებული თანხა მთლიანად დაუბრუნდება ისევ ქართულ კალათბურთს, ხოლო ამასთან ერთად საქართველოს გაცილებით ძვირფას საჩუქარს – არაერთ პროფესიონალ კალათბურთელს მიიღებს, რომელიც თქვენს ქვეყანას გამოადგება”.

პროექტის სამომავლო გეგმები უკვე განსაზღვრულია. ხესუს ვასკესის თქმით კალათბურთელების წაყვანის გარდა, საქართველოში დაარსდება მუდმივმოქმედი საკალათბურთო სკოლა, სადაც ქართველი და ესპანელი მწვრთნელები შეიმუშავებენ როგორც ვაჟთა, ისე გოგონათა სავარჯიშო მეთოდოლოგიას,  გარდა ამისა, ისინი შეიმუშავებენ  გარკვეულ სასწვლო პროგრამებს მწვრთნელთათვისაც. მსგავსი სკოლების გახსნა საქართველოს სხვა ქალაქებშიც იგეგმება.

მომზადებულია საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეს რილიზის მიხედვით