საქართველოში საფრანგეთის ელჩი - მიგვაჩნია, რომ არჩილ ტატუნაშვილის გაუჩინარება დრამატულ და ბუნდოვან პირობებში ნორმალური არ არის
საფრანგეთის ელჩი საქართველოში, პასკალ მენიე არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს სიტუაცია იმ ხელისუფლებისთვის, რომელიც ცხინვალს მართავს, სასარგებლო არ არის.
„ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ არ მიგვაჩნია ნორმალურად ის მდგომარეობა, რაც ახლა არის, რომ ამდენი დღის შემდეგაც ჯერ კიდევ ტატუნაშვილის ცხედარი არ დაუბრუნდა საკუთარ ოჯახს და ასევე მისი დრამატულ და ბუნდოვან პირობებში გაუჩინარება მიგვაჩნია, რომ არ არის ნორმალური და ჩვენ გამოვხატავთ ხელახლა სურვილს, ნათელი მოეფინოს აღნიშნულ საქმეს” – განაცხადა პასკალ მენიემ