საქართველოში რუსეთიდან შემოსული ფულადი გზავნილები შემცირდა, ევროკავშირიდან კი გაიზარდა
საქართველოში რუსეთიდან შემოსული ფულადი გზავნილები შემცირდა, ევროკავშირიდან კი გაიზარდა

ნოემბერში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 133.1 მილიონი დოლარი (358.9 მილიონი ლარი) შეადგინა. ეს 9 პროცენტით, ანუ 11 მილიონი დოლარით მეტია 2017 წლის ნოემბრის მაჩვენებელზე.

ეროვნული ბანკის ცნობით, ფულადი გზავნილების მოცულობით რუსეთი ლიდერობს, საიდანაც 28,4 მილიონი დოლარი შემოვიდა, რაც 4 მილიონი დოლარით ნაკლებია წინა წლის ნოემბერზე.

ევროკავშირიდან კი ფულადი გზავნილების მოცულობა 4 მილიონი დოლარით, 35.9 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. ევროკავშირის ქვეყნებს შორის იტალია ლიდერობს, საიდანაც 12,4 მილიონი დოლარი გადმოირიცხა.

2018 წლის ნოემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 19.7 მილიონი დოლარი (53.1 მილიონი ლარი) გადაიგზავნა, რაც 200 ათასი დოლარით ნაკლებია წინა წლის ნოემბერზე.