საქართველოში ქორწინების რაოდენობა შემცირდა, განქორწინების მაჩვენებელი კი, გაიზარდა
საქართველოში 2017 წელს ქორწინების რაოდენობა 5,6 პროცენტით შემცირდა, განქორწინებების მაჩვენებელი კი – 7,2 პროცენტით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.
სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2017 წელს რეგისტრირებული ქორწინების რაოდენობამ წინა წელთან შედარებით, 5.6 პროცენტით იკლო და 23 684 შეადგინა. პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის 27.4, ხოლო მამაკაცებისთვის 30.2 წელი დაფიქსირდა.
რაც შეეხება განქორწინებას, 2017 წელს რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობამ 10 222 შეადგინა და წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 7.2 პროცენტით გაიზარდა.
ქორწინების ყველაზე დიდი რაოდენობა – 6 984 თბილისში დაფიქსირდა, ყველაზე ნაკლები – 1 514 კი, შიდა ქართლში. თბილისი განქორწინებების სტატისტიკითაც ლიდერია – ეს მაჩვენებელი 3 731-ს შეადგენს. ყველაზე ნაკლები განქორწინება კი, შიდა ქართლში დაფიქსირდა – 651.