15 ივლისამდე ქორწინების რეგისტრაცია მხოლოდ სპეციალური სარიტუალო მომსახურების გარეშეა დასაშვები
15 ივლისამდე ქორწინების რეგისტრაცია მხოლოდ სპეციალური სარიტუალო მომსახურების გარეშეა დასაშვები

15 ივლისამდე ქორწინების რეგისტრაცია კვლავ მხოლოდ სპეციალური სარიტუალო მომსახურების გარეშეა დასაშვები. ცვლილებები იუსტიციის მინისტრის ბრძანებაში დღეს შევიდა, უკვე გამოქვეყნდა „საკანონმდებლო მაცნეში“ და გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ქორწინების რეგისტრაცია არ ხორციელდება სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის შენობის გარეთ.

თბილისის იუსტიციის სახლის შენობაში მდებარე ქორწინების სახლში 29 მაისიდან, უზნაძის ქ. №2-ში მდებარე ქორწინების სახლში კი, 31 მაისიდან სპეციალური სარიტუალო მომსახურებით და ადგილზე მომსახურებით (შენობის გარეთ მომსახურება) ქორწინების რეგისტრაციისას საქორწინო სივრცეში დასაშვები იყო დასაქორწინებელ პირებთან ერთად ყოფილიყვნენ მათი მშობლები, ასევე მოწმეები და ერთი ფოტოოპერატორი.

დატოვე კომენტარი