ბანგლადეშში ქალებს ქორწინებისას ქალწულობის შესახებ ინფორმაციის მითითება აღარ მოუწევთ
ბანგლადეშში ქალებს ქორწინებისას ქალწულობის შესახებ ინფორმაციის მითითება აღარ მოუწევთ

ბანგლადეშში ქალებს ქორწინებისას ქალწულობის შესახებ ინფორმაციის მითითება აღარ მოუწევთ. „ბიბისის“ ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება ბანგლადეშის უზენაესმა სასამართლომ მიიღო.

გადაწყვეტილების მიხედვით, ქორწინების სარეგისტრაციო ფორმაში აღარ იქნება გრაფა, სადაც ქალებს უნდა მოენიშნათ არიან თუ არა ქალწულები. ამის ნაცვლად გრაფაში ჩაიწერება გაუთხოვარი.

ამავე გადაწყვეტილების მიხედვით, სარეგისტრაციო ფორმაში დარჩება გრაფა ქვრივი და განქორწინებული.

ქალების უფლებების დამცველები ბანგლადეშის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას მიესალმნენ. მათი თქმით, სარეგისტრაციო ფორმაში ქალწულობის შესახებ ინფორმაციის მითითება ქალებისთვის შეურაცხმყოფელი იყო.

ამასთან ერთად, ბანგლადეშის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ამიერიდან ოჯახური მდგომარეობის შესახებ ბლანკის შევსება მამაკაცებსაც მოუწევთ.