საქართველოში კორონავირუსზე ტესტირება უკვე 11 504 ადამიანს ჩაუტარდა
საქართველოში კორონავირუსზე ტესტირება უკვე 11 504 ადამიანს ჩაუტარდა

25 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ახალ კორონავირუსზე ტესტირება 11 504 ადამიანს ჩაუტარდა. ინფორმაციას საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ დიაგრამაზე ასახულია საქართველოში კორონავირუსზე ტესტირებულთა რაოდენობა დღეების მიხედვით.

მონაცემების თანახმად, საქართველოში ყველაზე მეტი ტესტი (897) 24 აპრილს ჩატარდა.

რაც შეეხება ინფორმაციას ინფიცირებულთა და გამოჯანმრთელებულთა შესახებ, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის ინფიცირების 485 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 149 პაციენტი გამოჯანმრთელდა.