საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 149 პაციენტი გამოჯანმრთელდა
საქართველოში ახალი კორონავირუსისგან კიდევ 10 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
რაც შეეხება ინფიცირებულებს, მათი რაოდენობა ამ დროისთვის უცვლელია და 485-ს შეადგენს.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ დიაგრამაზე ასახულია საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებისა და გამოჯანმრთელების დინამიკა პირველი შემთხვევის დადასტურებიდან დღემდე.
