საქართველოში ახალი კორონავირუსისგან კიდევ 10 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
რაც შეეხება ინფიცირებულებს, მათი რაოდენობა ამ დროისთვის უცვლელია და 485-ს შეადგენს.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ დიაგრამაზე ასახულია საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებისა და გამოჯანმრთელების დინამიკა პირველი შემთხვევის დადასტურებიდან დღემდე.