საქართველოში კორონავირუსით ოთხი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 128-ს შეადგენს.
დღეს კორონავირუსით ინფიცირების 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის სულ 16 285 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა 214 პაციენტი და საერთო რაოდენობა 7 827-ს შეადგენს.
გუშინ საქართველოში კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 246 პაციენტი.