საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 34 პაციენტი გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ვირუსს ჯამში 2 728 პირი ემსხვერპლა.
დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 537 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 494 პაციენტი.
შეგახსენებთ, გუშინ, 7 იანვარს საქართველოში კორონავირუსი 1 612 ადამიანს დაუდასტურდა, 419 პირი გამოჯანმრთელდა, 28 პაციენტი კი გარდაიცვალა.