საქართველოში კორონავირუსით 31 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 2 603-ს შეადგენს.
დღეს კორონავირუსით ინფიცირების 417 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 469 პაციენტი.