საქართველოში კორონავირუსით 31 პაციენტი გარდაიცვალა

10:55, 03.01.2021

საქართველოში კორონავირუსით 31 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 2 603-ს შეადგენს.

დღეს კორონავირუსით ინფიცირების 417 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 469 პაციენტი.

მსგავსი