საქართველოში კორონავირუსით 22 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 423-ს შეადგენს.
დღეს კორონავირუსით ინფიცირების 2 775 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის სულ 51 993 შემთხვევაა დადასტურებული.
გამოჯანმრთელდა 3 560 პაციენტი და მათი საერთო რაოდენობა 37 019-ს შეადგენს.