საქართველოში კორონავირუსის 2 775 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 560 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 2 775 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 560 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 2 775 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბოლო დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა 3 560 პაციენტი. ამასთან, კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში კიდევ 22 პაციენტი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 51 993 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 37 019. გარდაცვლილთა რაოდენობა კი ჯამში 423-ს შეადგენს.

ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 14 525. აქედან მძიმედ 619 პაციენტის მდგომარეობა ფასდება.

ამასთან, 4 618 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. 2 438 ადამიანი იმყოფება „კოვიდ“-სასტუმროში, ხოლო 7 469 პირი მკურნალობს ბინაზე.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3 094 მოქალაქე, თვითიზოლაციაში კი 31 370 ადამიანია.

გუშინ საქართველოში კორონავირუსის 2 401 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 289 პაციენტი.