საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 19 პაციენტი გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 127-ს შეადგენს. დღეს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 723 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 932 პაციენტი.
შეგახსენებთ, გუშინ საქართველოში კორონავირუსით 12 პაციენტი გარდაიცვალა.