საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 19 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 19 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 19 პაციენტი გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა  3 127-ს შეადგენს. დღეს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 723 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 932 პაციენტი.

შეგახსენებთ, გუშინ საქართველოში კორონავირუსით 12 პაციენტი გარდაიცვალა.