საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 12 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 12 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით 12 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 108-ს შეადგენს.

დღეს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 742 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა  1 081 პაციენტი.

შეგახსენებთ, გუშინ საქართველოში კორონავირუსით 25 პაციენტი გარდაიცვალა.