საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი შვიდით გაიზარდა. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 497 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 156 პაციენტი.
ვირუსით გარდაცვლილია ექვსი ადამიანი.
კარანტინის რეჟიმში რჩება 5107 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 534.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.