საქართველოში კორონავირუსისგან 156 პაციენტი გამოჯანმრთელდა

23:35, 27.04.2020

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი შვიდით გაიზარდა. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის ​497 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 156 პაციენტი.

ვირუსით გარდაცვლილია ექვსი ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში რჩება 5107 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 534.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

მსგავსი