საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელია 4,52%, ბოლო შვიდი დღის – 3,63%
საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,52%, ბოლო 14 დღის – 3,74%, ბოლო შვიდი დღის – 3,63%. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 331 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 12 700, PCR ტესტით – 5 631.
საქართველოში კორონავირუსის 829 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 566 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო ბოლო დღე-ღამეში გარდაიცვალა რვა პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 263 057 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 254 916 გამოჯანმრთელდა, 3 306 კი, გარდაიცვალა.