საქართველოში კორონავირუსის 986 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 590 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 986 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 590 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 986 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 590 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 43 286 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 28 001, „პისიარ“ ტესტით – 15 285.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,28%, ბოლო 14 დღის – 3,53%, ბოლო შვიდი დღის – 2,97%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 342 880 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 325 016 გამოჯანმრთელდა, 4 739 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 134 602 ადამიანი, დღიურად აცრილია 4 565.

კარანტინის რეჟიმშია 48, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 826 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 693 პირი.

ამასთან, 28 მაისის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1 056 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 071 პაციენტი.