საქართველოში კორონავირუსის 980 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 877 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 980 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 877 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 11 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 30 579 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15 598, „პისიარ“ ტესტით – 14 981.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,2 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 2,66 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 2,86 პროცენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 367 058 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 352 624 გამოჯანმრთელდა, 5 327 კი, გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 265 290 ადამიანი, დღიურად აცრილია 3 174.
კარანტინის რეჟიმშია 105, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 729 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 605 პირი.
ამასთან, 30 ივნისის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1 010 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 603 პაციენტი.