საქართველოში კორონავირუსის 980 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 877 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 980 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 877 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 980 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 877 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 11 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 30 579 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15 598, „პისიარ“ ტესტით – 14 981.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,2 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 2,66 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 2,86 პროცენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 367 058 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 352 624 გამოჯანმრთელდა, 5 327 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 265 290 ადამიანი, დღიურად აცრილია 3 174.

კარანტინის რეჟიმშია 105, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 729 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 605 პირი.

ამასთან, 30 ივნისის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1 010 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 603 პაციენტი.