საქართველოში კორონავირუსის 90 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 16 გამოჯანმრთელებულია
საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ამავე ვებგვერდის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 90 შემთხვევა ფიქსირდება.
ამასთან, უკვე გამოჯანმრთელებულია 16 პაციენტი.
ამ დროისთვის ქვეყანაში საკარანტინო რეჟიმში 4534 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 276.