საქართველოში კორონავირუსის 90 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 16 გამოჯანმრთელებულია 

20:05, 28.03.2020

საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამავე ვებგვერდის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 90 შემთხვევა ფიქსირდება.

ამასთან, უკვე გამოჯანმრთელებულია 16 პაციენტი.

ამ დროისთვის ქვეყანაში საკარანტინო რეჟიმში 4534 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 276.

 

მსგავსი