საქართველოში კორონავირუსის 872 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 913 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 872 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 913 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 872 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 913 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 18 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 18 331 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15 623, „პისიარ“-ტესტით – 2 708.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია:დღიური – 4,76%, ბოლო 14 დღის – 10,19%, ბოლო 7 დღის – 6,61%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 640 550 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 594 924 გამოჯანმრთელდა, 16 630 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 839 891 აცრა, დღიურად აცრილია 1 395.

ამასთან, 17 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 888 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 831 პაციენტი, გარდაიცვალა 17.