საქართველოში კორონავირუსის 832 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 624 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 832 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 624 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 832 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 624 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 17 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 31 409 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 17 617, „პისიარ“ ტესტით – 13 792.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,65 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 3 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 2,98 პროცენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 348 594 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 332 304 გამოჯანმრთელდა, 4 893 კი გარდაიცვალა.

ქვეყანაში სულ აცრილია 167 332 ადამიანი, დღიურად აცრილია 5 791.

კარანტინის რეჟიმშია 27, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 435 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 619 პირი.

ამასთან, 4 ივნისის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 779 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 959 პაციენტი.