საქართველოში კორონავირუსის 827 შემთხვევა არის დაფიქსირებული, მათ შორის, 690 პაციენტი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსის 827 შემთხვევა არის დაფიქსირებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა დღეს თბილისში დადასტურდა, რომელთა წყარო ჯერ დაუდგენელია.
stopcov.ge-ზე არსებული მონაცემებით, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 690-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 13 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 3 230 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 285.