საქართველოში კორონავირუსის 827 შემთხვევა არის დაფიქსირებული, მათ შორის, 690 პაციენტი გამოჯანმრთელდა

20:10, 10.06.2020

საქართველოში კორონავირუსის 827 შემთხვევა არის დაფიქსირებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა დღეს თბილისში დადასტურდა, რომელთა წყარო ჯერ დაუდგენელია.

stopcov.ge-ზე არსებული მონაცემებით, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 690-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 13 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 3 230 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 285.

მსგავსი