საქართველოში კორონავირუსის 821 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 866 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 821 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 866 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 821 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 866 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 31 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 38 478 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 23 864, „პისიარ“ ტესტით – 14 614.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,13%, ბოლო 14 დღის – 2,77%, ბოლო შვიდი დღის – 2,73%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 351 249 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 335 895 გამოჯანმრთელდა, 4 982 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 184 718 ადამიანი, დღიურად აცრილია 5 970.

კარანტინის რეჟიმშია 34, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 210 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 635 პირი.

ამასთან, 8 ივნისის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1 023 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 510 პაციენტი გამოჯანმრთელდა.