საქართველოში კორონავირუსის 779 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 959 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 779 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 959 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 779 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 959 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 23 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 30 026 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15 527, „პისიარ“ ტესტით – 14 499.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,59 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 3,06 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 2,9 პროცენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 347 762 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 331 680 გამოჯანმრთელდა, 4 876 კი გარდაიცვალა.

ქვეყანაში სულ აცრილია 161 947 ადამიანი, დღიურად აცრილია 6 317.

კარანტინის რეჟიმშია 27, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 516 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 619 პირი.

ამასთან, 3 ივნისის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 833 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 205 პაციენტი.