საქართველოში კორონავირუსის 656 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 861 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 656 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 861 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 17 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 30 469 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15 944, „პისიარ“ ტესტით – 14 525.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,15 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 2,43 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 2,45 პროცენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 361 484 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 347 653 გამოჯანმრთელდა, 5 228 კი გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 245 380 ადამიანი, დღიურად აცრილია 2 792.
კარანტინის რეჟიმშია 33, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 612 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 579 პირი.
ამასთან, 23 ივნისის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 773 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 575 პაციენტი.