საქართველოში კორონავირუსის 656 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 861 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 656 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 861 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 656 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 861 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 17 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 30 469 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15 944, „პისიარ“ ტესტით – 14 525.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,15 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 2,43 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 2,45 პროცენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 361 484 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 347 653 გამოჯანმრთელდა, 5 228 კი გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 245 380 ადამიანი, დღიურად აცრილია 2 792.

კარანტინის რეჟიმშია 33, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 612 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 579 პირი.

ამასთან, 23 ივნისის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 773 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 575 პაციენტი.