საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 659 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 659 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 10 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 9 750 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 5 650, პისიარტესტით – 4 100.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 5,93 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 3,06 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 3,58 პროცენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 295 936 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 281 574 გამოჯანმრთელდა, 3 949 კი გარდაიცვალა.
ქვეყანაში სულ აცრილია – 30 209 პირი, დღიურად აცრილია – 1 025 ადამიანი.
კარანტინის რეჟიმშია 277, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 174 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 437 პირი.
ამასთან, 18 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 818 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 783 პაციენტი.