საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 659 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 659 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 659 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 10 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 9 750 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 5 650, პისიარტესტით – 4 100.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 5,93 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 3,06 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 3,58 პროცენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 295 936 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 281 574 გამოჯანმრთელდა, 3 949 კი გარდაიცვალა.

ქვეყანაში სულ აცრილია – 30 209 პირი, დღიურად აცრილია – 1 025 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმშია 277, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 174 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 437 პირი.

ამასთან, 18 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 818 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 783 პაციენტი.