საქართველოში კორონავირუსის 5 504 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 304 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 5 504 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 304 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 24 პაციენტი.
ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 51 838 ტესტი, მათ შორის 25 161 კვლევა ანტიგენის ტესტით და 26 677 პისიარ ტესტით.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 10.62%, ბოლო 14 დღის – 9.43%, ბოლო შვიდი დღის – 9.60%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 995 687 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 928 441 გამოჯანმრთელდა, 14 449 კი გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 609 515 აცრა, დღიურად აცრილია 5 631, დღიურად აცრილია – 5 053.
კარანტინის რეჟიმშია 54, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 393 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 2 051 პირი.
15 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 5 381 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 065 პაციენტი, გარდაიცვალა 30.