საქართველოში კორონავირუსის 486 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 499 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 486 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 499 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 13 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 19 192 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტი 612 628, „პისიარ“-ტესტი – 6 5 64.
საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 242 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 98, ხოლო აჭარაში – 45. სულ, 6 ოქტომბრიდან 16 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია 22 878 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 11 485 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 6 325 პირი, აჭარაში – 644, იმერეთში – 1 159.