საქართველოში კორონავირუსის 373 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 542 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 373 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში ვირუსისგან 542 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 14 კი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში გამოვლენილია კორონავირუსის 270 510 შემთხვევა, მათ შორის 264 589 გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 3 499-ია.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში 34 933 ტესტი ჩატარდა, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტი – 23 966, პისიარტესტი – 10 967.
დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1,07 პროცენტია, ბოლო 14 დღის – 2,07 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 1,76 პროცენტი.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 332 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 1 481, კლინიკურ სასტუმროში რჩება 164 პირი.
ამასთან, 26 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 337 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 320 პაციენტი.