საქართველოში კორონავირუსის 373 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 542 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 373 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 542 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 373 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში ვირუსისგან 542 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 14 კი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში გამოვლენილია კორონავირუსის 270 510 შემთხვევა, მათ შორის 264 589 გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 3 499-ია.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში 34 933 ტესტი ჩატარდა, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტი – 23 966, პისიარტესტი – 10 967.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1,07 პროცენტია, ბოლო 14 დღის – 2,07 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 1,76 პროცენტი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 332 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 1 481, კლინიკურ სასტუმროში რჩება 164 პირი.

ამასთან, 26 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 337 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 320 პაციენტი.