საქართველოში კორონავირუსის 22 444 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 13 245 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 22 444 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 13 245 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 53 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 68 392 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 42 943, „პისიარ“-ტესტით – 25 449.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 32,82%, ბოლო 14 დღის – 29,93%, ბოლო შვიდი დღის – 32,84%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 398 059 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 154 476 გამოჯანმრთელდა, 15 404 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 764 352 აცრა, დღიურად აცრილია 3 454.
კარანტინის რეჟიმშია 41, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 085 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 858 პირი.
ამასთან, 9 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 25 161 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 16 789 პაციენტი, გარდაიცვალა 51.