საქართველოში კორონავირუსის 22 444 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 13 245 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 22 444 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 13 245 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 22 444 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 13 245 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 53 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 68 392 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 42 943, „პისიარ“-ტესტით – 25 449.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 32,82%, ბოლო 14 დღის – 29,93%, ბოლო შვიდი დღის – 32,84%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 398 059 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 154 476 გამოჯანმრთელდა, 15 404 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 764 352 აცრა, დღიურად აცრილია 3 454.

კარანტინის რეჟიმშია 41, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 085 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 858 პირი.

ამასთან, 9 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 25 161 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 16 789 პაციენტი, გარდაიცვალა 51.