საქართველოში კორონავირუსის 2 859 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 754 ადამიანი
საქართველოში კორონავირუსის 2 859 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 754 ადამიანი

საქართველოში კორონავირუსის 2 859 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 754 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 18 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 54 852 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 39 773 გამოჯანმრთელდა, 441 კი გარდაიცვალა.

სტაციონარში მეთვალყურეობას 4 670 ადამიანი გადის, კოვიდსასტუმროში კი იმყოფება 2 599 პირი.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.