საქართველოში კორონავირუსის 13 288 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 21 183 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 13 288 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 21 183 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 13 288 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 21 183 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 51 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 47 640 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 28 888, „პისიარ“ ტესტით – 18 752.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 27,89%, ბოლო 14 დღის – 31,94%, ბოლო 7 დღის – 30,35%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 539 493 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან  1 369 764 გამოჯანმრთელდა, 15 822კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 794 933 აცრა, დღიურად აცრილია 3 009.

კარანტინის რეჟიმშია 16, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 703 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 964 პირი.

ამასთან, 18 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 14 405 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 24 409 პაციენტი, გარდაიცვალა 42.