საქართველოში კორონავირუსის 12 101 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 14 764 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 12 101 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 14 764 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 12 101 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 14 764 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 45 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 47 486 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 33 164, „პისიარ“ ტესტით – 14 322.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 25,48%, ბოლო 14 დღის – 30,65%, ბოლო შვიდი დღის – 28,55%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 565 769 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 422 540 გამოჯანმრთელდა, 15 933 კი გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 800 752 აცრა, დღიურად აცრილია 3 006.

კარანტინის რეჟიმშია 7, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 358 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 860 პირი.

ამასთან, 21 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 4 775 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 19 242 პაციენტი, გარდაიცვალა 32.