საქართველოში კორონავირუსის 1 286 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 701 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 1 286 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 701 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 13 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 24 446 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 11 351, პისიარტესტით – 13 095.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 5,26 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 4,57 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 4,92 პროცენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 387481 შემთხვევშეაა გამოვლენილი, მათგან 365019 გამოჯანმრთელდა, 5 551 კი გარდაიცვალა.
სულ აცრილია 353 835 პირი, დღიურად აცრილია – 8501. კარანტინის რეჟიმშია 65, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 291 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 088 პირი.
გუშინ, 17 ივლისს საქართველოში კორონავირუსის 1 808 შემთხვევა გამოვლინდა, 361 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 22 კი გარდაიცვალა.