საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შაფთაი ცური დღეს ჩოხატაურში იმყოფებოდა.
ელჩი გურიაში სახელმწიფო რწმუნებულთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოსა და ისრაელის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნისადმი მიძღვნილ თავისუფალი ჭიდაობის ტურნირს დაესწო.
ტურნირი მუნიციპალიტეტში ტრადიციად დამკვიდრდა და უკვე მეხუთე წელია, არასამთავრობო ორგანიზაციის – SHALOM CLUB GURIA-ს ინიციატივით, ისრაელის საელჩოს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით ტარდება. შეჯიბრში გამარჯვებული სპორტსმენები დაჯილდოვნენ.
სტუმრებმა ასევე სამხატვრო სკოლაში საქართველოსა და ისარელის ურთიერთობების თემაზე გამოფენა დაათვალიერეს და სამუსიკო სკოლის მოსწავლეების კონცერტსაც დაესწრნენ.