საქართველოში გრიპის ვაქცინის დამატებითი მარაგი შემოვა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განუცხადა.
„გუშინ უფასო ვაქცინაციის დიდი კამპანია ჩატარდა. ჩვენ ახლა კიდევ დამატებით შეკვეთას ვაკეთებთ. ვაქცინაცია ჩვეულებრივ ოქტომბერ-ნოემბერში კეთდება, თუმცა როდესაც ავადობის მაჩვენებელი მცირდება, სწორედ ამ დროს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ რისკ-ჯგუფებმა ჩაიტარონ ვაქცინაცია, რადგან ევროპაში ავადობის მაჩვენებელი ჩვენთან შედარებით გაზრდილია, ამიტომ არის ალბათობა, რომ მგზავრობის დროს მოხდეს ვირუსის გადატანა. ამის ხარჯზე, თებერვლის ბოლოს შესაძლოა, შედარებით პატარა პიკი გვქონდეს, რომელსაც ვაქცინირებული ადამიანები მომზადებულები შეხვდებიან“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.