საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 3 958 ახალი შემთხვევიდან 78 გურიაში დაფიქსირდა
გურიაში კორონავირუსის 78 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ინფორმაციით, ინფიცირებულებს შორის არიან ბავშვებიც.
„მიმდინარეობს ეპიდკვლევა და კონტაქტების დადგენა. საეჭვო პაციენტების „პისიარ“-კვლევები გრძელდება. შესაძლოა, მათი რიცხვი კიდევ გაიზარდოს“, – განაცხადეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილებაში.
საქართველოში დღეს კორონავირუსით ინფიცირების 3 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 531 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა 36.
მისივე ინფორმაციით, დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 958 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები ასეთია: თბილისში გამოვლენილია 2 157 შემთხვევა, აჭარა – 417, იმერეთი – 537, ქვემო ქართლი – 190, შიდა ქართლი – 137, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 159, კახეთი – 140, მცხეთა-მთიანეთი – 89, სამცხე-ჯავახეთი – 40, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 14.